შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის
განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის
შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და
ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.
პოლიციამ, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66
მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო
სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური
დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმეს.
პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი
მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააჯარიმეს.
სტატიის გამოყენების პირობები