საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 623-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამოდენიმე წუთის წინ განახლდა.

კორონავირუსით
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13 ადამიანი დაემატა და დღეის მონაცემებით 288-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 9 ადამიანი. კარანტინში 4700-ზე მეტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 450-მდე ადამიანი რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები