საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 8 -ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 647-ია. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

13 მაისისი დილის მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 11 -ია.

ამ დროისთვის კარანტინში 4373 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386.
Print

სტატიის გამოყენების პირობები