დღეს დილით გორში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
დღეს დილით გორში, სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასთან ახალგაზრდა მამამაკაცმა თავის დაწვა სცადა.

Qartlige-ს ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურიდან გდაათავისუფლეს, რის გამოც მან საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მოქალაქეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. მამაკაცს მხოლოდ მაისური დაეწვა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, 25-წლამდე ახალგაზრდა გორში სუპერმარკეტ ,,დეილში" მუშაობდა.

შს სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლის პრველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.  ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Print
თეგები: შსს / თავის დაწვა /

სტატიის გამოყენების პირობები