ერთ მანქანაში 3 ადამიანის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება — გიორგი გახარია
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება, სხვა ტრანსპორტზე კი მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

,,ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი კარგად ცნობილი შეზღუდვა 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს", — თქვა გიორგი გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები