ცხინვალში კორონავირუსისგან 5 ადამიანი განიკურნა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებული 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ოსური სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული 5 პაციენტის ტესტი covid-19-ზე უარყოფით შედეგს იძლევა.

თვით გამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარჩენილ 28 პაციენტს, რომლებასც კორონავირუსი ლაბორატორიულად უდასტურდება თავს სტაბილურად გრძნობენ.

„ყველა პაციენტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების ჯგუფი, ვინც ვირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს, ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ და მათ სხვა ჯგუფი ჩაანაცვლებს“,- განაცხადა ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

ბოლო 24 საათში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონვირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეის მდგომარეობით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში COVID-19-ის 34 დადასტურებული შემთხვევაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები