დღეიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო მოძრაობა მატარებლებითაც ნებადართული გახდა
დღეიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო მოძრაობა მატარებლებითაც ნებადართული ხდება - ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს რკინიგზა.

წესებიდან გამომდინარე, მატარებელში კონდიციონერის ჩართვა არ იქნება ნებადართული. მგზავრობის დაწყებამდე მოქალაქეებს გაივლიან თერმოსკრინინგს, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი. ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე, ვალდებულები იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. მგზავრობის პროცესში მოქალაქეებს პირბადის მოხსნის უფლება არ აქვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები