პირბადის ტარების წესის დარღვევაზე მოქალაქეები დღეიდან დაჯარიმდებიან
დღეიდან პირბადის გამოუყენებლობა დასჯადი ხდება. მოქალაქეებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ ისინი დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადეს არ ატარებენ.

ფიზიკური პირები 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და ინდმეწარმეები 500 ლარით დაჯარიმდებიან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კანონი უკვე ამოქმედდა, დადგენილი კონკრეტული წესები კი მთავრობის მიერ განისაზღვრა და დამატებითი ინფორმაციის სახით ცნობილი დღეს გახდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები