16 ივნისი: 20 გამოჯანმრთელებული და არცერთი ინფიცირებული
16 ივნისისი დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. 20 გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

იხ. ამავე თემაზე: შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 67 ნიმუშის პასუხები უარყოფითია
Print

სტატიის გამოყენების პირობები