მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება - გახარია
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული საკითხი 5 მუნიციპალიტეტს შეეხება.

პრემიერის თქმითვე, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

"მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს - თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111,000 ჰექტარი მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება.

ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად ჩვენ მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს - ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რომლებიც რა თქმა უნდა უფასოდ, საფასურის გარეშე ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. მთავრობას აქვს უკვე სამწლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები