დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია
საქართველოში დღეიდან, 13 ივლისიდან მოიხსნება ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მთავრობის 9 ივლისის სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ზაფხულში, როცა შიდა ტურიზმი სულ უფრო
აქტუალური ხდება, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები