მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ და მოქმედ სამხედროებს უწყებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათასზე, რომელიც როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს აღნიშნული ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები