მამაკაცი, რომელსაც ლიახვის სანაპიროსთან მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა.

მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 83 წლის ქვეითად მოსიარულე მამამკაცს საქართველოს თავდაცის სამინსტროს თანამშრომელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ავტომობილის მძღოლს, რომელიც ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა სამოქალაქო ფორმა ეცვა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამისნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

იხ. ამავე თემაზე:
▶️ გორში ლიახვის სანაპიროზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
Print

სტატიის გამოყენების პირობები