საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ვებგვერდზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა
რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ-294.
სტატიის გამოყენების პირობები