გორში ქალს ხელჩანთა გასტაცეს
გორში ქალს უცნობმა პირმა ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე დაზარალებულ ქალს პოლიცია კითხავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე (ძარცვა) ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი წლიდან ხუთ წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები