8 ოქტომბერი: კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 66-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები