გორთან მომხდარ ავარიისას შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დაიღუპნენ
თბილისი -ლესელიძე-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 10.

დაღუპულთაგან,ერთი სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია(ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია.

გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა "გორმედში" გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

იხ. ამავე თემაზე:
▶️ 4 ადამიანი გარდაიცვალა გორთან ახლოს მომხდარ ავარიისას
▶️ ავარია ახალშენი-შავშვების მონაკვეთზე, გორი



Print
თეგები: შსს / გორი / ავარია /

სტატიის გამოყენების პირობები