გორთან მომხდარ ავარიისას დაშავებული პაციენტები კლინიკიდან გაწერეს
ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 9 პაციენტი ბინაზე გაეწერა, 1 კი, თბილისში გადაიყვანეს.

ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა:

,,წუხელ ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი გვყავდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, იგი შემოყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო და სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველა მათგანს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, ერთ-ერთი, რომელიც შედარებით მძიმე იყო, თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო დანარჩენებმა უარი თქვეს შეთავაზებულ მკურნალობაზე და ბინაზე გაეწერნენ" , - განმარტა "გორმედის" ექიმმა ხათუნა შრუბმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი, დაშავდა.

იხ. ამავე თემაზე:
▶️გორთან მომხდარ ავარიისას შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დაიღუპნენ
▶️ 4 ადამიანი გარდაიცვალა გორთან ახლოს მომხდარ ავარიისას
▶️ ავარია ახალშენი-შავშვების მონაკვეთზე, გორი

Print

სტატიის გამოყენების პირობები