გორელმა ბოდიბილდერმა თბილისის ღია ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
1 ნოემბერს, თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ჩემპიონატზე მენსფიზიკის კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა გორელმა სპორტსმენმა ივერი კორინთელმა. შეჯიბრზე მან პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ღონისძიება საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით „მუშთაიდის ბაღში“ გაიმართა.

შეჯიბრებაში როგორც ვაჟები, ისე ქალები იღებდნენ მონაწილეობას. 

აღნიშნულ სპორტის სახეობაში მსგავსი შედეგი აქამდე არც ერთ გორელ სპორტსმენს არ ქონია. ივერი კორინთელის ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მანამდე მან აგვისტოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.

ივერო კორინთელს სპონსორი არ ჰყავს და ორივე შეჯიბრისთვის საკუთარის სახსრებით მოემზადა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

.,სულ რაღაც ოთხი წელია რაც ვარჯიში დავიწყე, კონკრეტულად ამ სპორტში კი ორი წელია რაც აქტიურად ვარ ჩართული. მიხარია რომ თავდაუზოგავი შრომა დამიფასდა. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. ვეცდები ყოველთვის გავამართლო მათი იმედები,“-გვითხრა ივერი კორინთელმა.

სპორტსმენი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატსთვის და საერთაშორისო ტურნირებისვის იწყებს მზადებას, რომელიც 2021 წელს ჩატარდება.



იხ. ამავე თემაზე: გორელმა ბოდიბილდერმა საქართველოს ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები