გორში მანქანა განათების ბოძს შეეჯახა - დაშავებულია ერთი ადამიანი
გორში მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

შეჯახების შედეგად დაშავდა მძღოლი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.




Print
თეგები: შსს / გორი / ავარია /

სტატიის გამოყენების პირობები