კორონავირუსი მსოფლიოში - სტატისტიკა
მსოფლიოში კორონაირუსის 4,527,811 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1,706,174, ხოლო გარდაცვლილი 303,438-ია.

ინფიცირებულთა რაოდენობით ყველაზე მძიმე მდგომარეობა აშშ-ში, ესპანეთსა და რუსეთშია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის 1,457,593 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 86,912 დაღუპული და 318,027 გამოჯანმრთელებულია. მხოლოდ გასული დღე ღამის განმავლობაში 27,246 დაინფიცირდა და 1,715 გარდაიცვალა.

ესპანეთში 272,646 ინფიცირებულიდან 186,480 გამოჯანმრთელებულია და 27,321 დაღუპული.
რუსეთში 252, 245 დადასტურებული შემთხვევაა. 2,305 დაღუპულია ხოლო 53,530 გამოჯანმრთელებული.

რაც შეეხება მეზობელ თურქეთს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1,635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 55 გარდაიცვალა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა 144,749 შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ევროპაში ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ასევე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები