საქართველოში კორონავირუსისგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა და 26 გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი ინფიცირებული შემთხვევიდან 4-ის კონტაქტები ცნობილია, დანარჩენ ორ პაციენტთთან კი, ღრმა კვლევები მიმდინარეობს.

16 მაისისი დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 677 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 419, ხოლო გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 873 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 393.
Print

სტატიის გამოყენების პირობები