საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 432 ადამიანი განიკურნა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაონდენობა ინფიცირებულთა რიცხვს 187-ით აჭარბებს.

,,დღეისათვის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, 187-ით ჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაში მყოფ პაციენტებს.

6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ცნობილი ბოლნისის წყარო, მეორე 3 არის ზუგდიდის დადასტურებულთა კონტაქტის შემთხვევები. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ახალი პაციენტი არ არის, რომ წყარო უცნობი იყოს," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეუგბაიას განცხადებითვე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა აღარაა კრიტიკული და მისი მდგომარება ინტენსიური სიმძიმით ფასდება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული 18 მაისისი დილის მონაცემები ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 701
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 432
• მათ შორის გარდაცვლილი - 12
• კარანტინის რეჟიმში - 3890
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3


Print

სტატიის გამოყენების პირობები