საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა
23 მაისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 728-ს მიაღწია. ღესთან შედარებით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14-ით გაიზადრა და სულ 509-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთივე ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია. მისივე თქმით, კოვიდცემტრებში ამჟამად 207 პაციენრი მკურნალობს.

,,გუშინ გვყავდა 723 დადასტურებული შემთხვევა, დღეისთვის შეგვემატა 5 და გვაქვს 728 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა, იყო 495, ახლა გვყვავს 509 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კორონავირუსით კოვიდცენტრებში მკურნალობას განაგრძობს 207 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობაზე. რაც შეეხება 5 ახალი დადასტურებულ შემთხვევას, 3 არის უკვე არსებულ დაავადებული ადამიანების კონტაქტი და დანარჩენი 2 არის საკარანტინე სივრციდან. ჩემთვის როგორც ცნობილია, არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული არ არის“,-აღნიშნა ჟურნალისტებთან მარინა ეზუგბაიამ.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323.



Print

სტატიის გამოყენების პირობები