საქართველოში COVID - 19-ით გამოჯანრთელებულთა რაოდენობა 526-მდე გაიზარდა
25 მაისისი დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა გუშინდელ დღესთან შედარებით 1-ით გაიზარდა და 731-ს შეადგენს.

ინფექცუირი საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი ახალი შემთხვევა არის საკარანტინ ზონიდან.

,,დღეს კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაგვემატა და გახდა - 731. გამოჯანმრთელებული 4 დაგვემატა და გახდა - 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის - 72%. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს. ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინო ზონიდან და დადასტურებული შემთხვევის კლასტერია“,-განაცხადა ჟურმალისტებთან ეზუგბაიამ.

stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები