საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება შემთხვევების წარმოშობას, 18 არის ბოლნისის რაიონი სოფელი მუშევანიდან, 4 საკარაინტინე სივრციდან, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტიდან, ამბობს ეზუგბაია.

,,გუშინ 757 დადსტურებული პაციენრი გვყვავდა, შემოგვემატა 26 ახალი დადასტურებული და ახლა გვყვავს 783. განკურნებულებს პაციენტებს დაემატა 5, იყო 600 და გახდა 605. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი, მიუხედავად დადასტურებულების ასეთი მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ით მეტია. რაც შეეხება 26 ახალ შემთხვევას, 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს, კვლევისას დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების იზოლაცია და სტაციონალიზაცია ხდება, მაგრამ შემდგომში ამათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული პასუხი და აუცილებელია ინკუპაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მე-14 დღეს კვლვ დაიტესტონ კონტაქტები. აი ასეთი პაციენტების მატება გვაქვს ჩვენ. სადღაც 10-14 დღის შემდეგ გვაქვს-ხოლმე მომატებული რაოდენობა და შემდგომი ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, შემდგომი ყველა მე-14 დეღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს. დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი,“-აღნიშნა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 783 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა 12.


Print

სტატიის გამოყენების პირობები