საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან კიდევ 13 პაციენტი განიკურნა და საერთო რაოდენობამ 663 ადამიანი შეადგინა.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი, 3-ით გაიზარდა და 808-ს მიაღწია.

,,გუშინ დილის მონაცემებით, ქვეყანაში 805 დადასტურებული შემთხვევა გვყვავდა, დამატა 3 ახალი პაციენტი და მთლიანობაში გახდა 808. გამოჯანმრთელებულების რცხვი გაიზარდა 13-ით. გუშინ იყო 650 და ამჟამად არის 663 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი, ეს დაახლოებით ინფიცირებულების 16 %-ს შეადგენს. ახალი 3 დადასტურებული შემთხვევიდან, სამივე არის შემოტანილი. აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 კი კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევა,"-განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

კარანტინის რეჟიმში 2955 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276.

სულ ვირუსისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები