კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 809 შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 674-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები