15 ივნისი: კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია:

,,დღეს დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ იყო 864 და გახდა 879. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი, იყო 703 და გახდა 704. ამ ეტაპზე, ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15
ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ შემოტანილი, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდა, ოღონდ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 არის საბურთალოს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირი, ხოლო დანარჩენი 2 პაციენტის წყაროს მოძიება გრძელდება,"-განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

სულ საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 704 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

ამასთანავე, 2710 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
Print

სტატიის გამოყენების პირობები