17 ივნისი: 7 გამოჯანმრთელებული და ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი.

ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 888 შემთხვევა დასტურდება, საიდანაც გამოჯანმრთელდა 724, ხოლო გარდაიცვალა 14.

9 ახალი შემთხვევდაინ 3 გუშინ დღის განმავლობაში თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

Print

სტატიის გამოყენების პირობები