5 ახალი შემთხვევა - ინფიცირებულთა რაოდენობა 893-მდე გაიზარდა
18 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლლობაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით
გაიზარდა და 893 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ
განახლდა.
ჯერჯერობით უცვლელი რჩება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ
დროისთვის 731-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ 267.
ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები