საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
23 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი შემთხვეიდან ორი არის შემოტანილი სხვა ქვეყნიდან, ხოლო ერთის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,გუშინდელი მონაცემებით 908 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა მხოლოდ 3 და ამჟამად არის 911 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 7-ით გაიზარდა, იყო 761 და გახდა 768. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს დილის მონაცემებით 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 არის საკარანტინო სივრციდან, ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო ერთი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიტკვლევა წყაროს მოძიების თვალსაზრისით,"-განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

Print

სტატიის გამოყენების პირობები