25 ივნისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 5
25 ივნისის დილის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განმარტებით 3 ახალი შემთხვევიდან ორი არის შემოტანილი შემთხვევა, რომელიც საკარანტინო ზონაში გამოვლინდა, ხოლო ერთი არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

მთავრობის ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.
Print

სტატიის გამოყენების პირობები