6 ივლისი: 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობში Covid-19-ით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. 

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებულ, ანუ შემოტანილი და ინფიცირებულები სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.

უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 953
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 830
მათ შორის გარდაცვლილი – 15
კარანტინის რეჟიმში – 3828
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
Print

სტატიის გამოყენების პირობები