საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.
Print

სტატიის გამოყენების პირობები