საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 028 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 899 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 627 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 228, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები