საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა, 4 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს
დაუდგინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge
გავრცელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა
დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, 16 პაციენტი კი
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5724 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 247, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები