საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის
1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი –
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ –326.
სტატიის გამოყენების პირობები