საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179
შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი –
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 251.
სტატიის გამოყენების პირობები