12 აგვისტო: კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 4
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, Covid-19 -ის 14 ახალი შემთხვევიდან 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთი ინფიცირებული გაჩიანის
კლასტერის კონტაქტია, ერთი კი შემოტანილი შემთხვევაა.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში სულ კორონავირუსის 1264 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1058 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები