17 აგვისტო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი
ბოლო 24 საათში,  საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ დროსთვის, ქვეყანაში კოვიდინფექციის დიაგნოზით 232 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები