18 აგვისტო: კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 6
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ინფორმაციით, მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1092 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ინფექციური საადავამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ათი ახალი შემთხვევიდან ამ დროისთვის უცნობია მხოლოდ ორი პაციენტის წყარო. დანარჩენი რვა პაციენტიდან ოთხი უცხოეთიდან შემოსულია, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ასევე 17 აგვისტოს დილის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალის ერთ წარმომადგენელს, ერთი კი ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა

იხ. ამავე თემაზე:
▶️გორმედის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები