გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 4 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. Covid 19 დაუდასტურდა სოფელ ტირძნისში მცხოვრებ სამ ბავშვს და სოფელ სვენეთში მცხოვრებ მედდას.

2 ბავშვი იმ ინფიცირებული ქალის შვილები არიან, რომელსაც კორონავირუსი 15 სექტემვერს დაუდასტურდა, მესამე ბავშვი კი მათთან კონტაქტში მყოფია. სოფელ სვენეთში მცხოვრები მედდის დაინფიცირება სავარაუდოდ იმ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ის მუშაობს.

იხ. ამავე თემაზე: 18 სექტემბერი: კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები