დღეს საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე ადამიანი გარდაიცვალა და მათი რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზეც გამოქვეყნდა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ საავადმყოფოში მკურნალობდა პაციენტი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 34 პაციენტი.

იხ. ამავე თემაზე: 29 სექტემბერი: ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევაა - შიდა ქართლში 9
Print

სტატიის გამოყენების პირობები