გორში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლიდან გაგზავნილი 186 ნიმუშიდან 6 დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირების აღნიშნული ფაქტების კონტაქტები, ძირითადად, „ჯი პი სი“-ს აფთიაქის თანამშრომელს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი 31 სექტემბერს დაუდასტურდა.

6 ახალი შემთხვევდან 2 არასრულწლოვანია. ერთ -ერთი მათგანი გორის მესამე საჯარო სკოლის მეათე კლასისი მოსწვლეა. გოგონა, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურა, დისტანციური რეჟიმით უტარდებოდათ გაკვეთილები, თუმცა, სკოლის გარეთ კონტაქტები ჰქონდა მეგობრებთან და აღნიშნული მოზარდები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში. პარალელურად, მიმდინარეობს ეპიდ.კვლევები.

რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას, ამ ეტაპზე კონტაქტების სიმცირიდან გამომდინარე ამის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები