12 ოქტომბერი: კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6 538.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 91-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 393-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები