კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ახალგაზრდაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაცინტიდან უმეტესობა ხანდაზმულია. თუმა, გარდაცვლილებს შორის არის ერთი 30 წლამდე ასაკისაა.

გამყრელიძის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, დღეის დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. კლინიცისტების მიერ ირჩევა თითოეული შემთხვევა, ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები