შიდა ქართლში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცლილი 60-წლამდე ასაკის პაციენტი ხაშურის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და კლინიკაში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

30 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შიდა ქართლში 59.

იხ. ამავე თემაზე: 30 ოქტომბერი: შიდა ქართლში კორინავირუსის 59 ახალი შმთხვევა გამოვლინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები