გორში ფეხმძიმე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
15 კვირის ორსულს გორში კოვიდ-19 დაუდგინდა.

კორონავირუსისთვის დამახასიეთებელი სიმპტომები მას ერთი კვირის წინ დაეწყო, თუმცა ჩვეულებრივი სეზინური გრიპი ეგონა. ორსული გოგონა Qartli.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ 112-ში დარეკვის მიუხედავად, მას ოჯახის ექიმი დღემდე არ დაკავშირებია. ის მკურნალობას სახლში გადის:

,,ერთი კვირის წინ ვიგრძენი თავი შეუძლოდ. სახსრების ტკივილი და ხველა მქონდა, ცხვირიდან ვერ ვსუნთქავდი. ჩვეულებრივი გაციება მეგონა, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო ვძიმდებოდი, ამიტომ მივწერე 112-ს, მათ მითხრეს ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებაო და დღემდე არავინ დამკავშირებია. ჩემით გადავწყვიტე ამეღო კორონავირუსზე ტესტი. წავედი კლინიკა ,,გორმედში" და გავიკეთე, გუშინ მომვიდა დადებითი პასუხი.

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ არ შემშინებია, მანამდე ბევრი წავიკითხე ინტერნეტში, რა უნდა მექნა ორსულობის დროს თუ კორონა დამიდგინდებოდა. ბევრ სითხეს ვიღებ, ჩაის ვსვამ ლიმონიანს და მალინიანს. ბევრს ვმოძრაობ, იმის მიუხედავათ, რომ ცუდათ ვგრძნობ თავს. ინგალაცია ვიტარებ ფიზიოლოგიურით და მაღალი სიცხის დროს მხოლოდ პარაცეტამოლს ვსვამ.

ოჯახის ექიმისგან კონსულტაცია არ მიმიღია, რადგან არ დამიკავშირდნენ ჯერ. ჩემი გამოთვლებით ხვალ მერვე დღე იქნება რაც კოვიდი-19 მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ნელნელა გამოჯანმრთელება დაიწყება.

იზოლაციაში ვართ მთელი ოჯახი. საბედნიეროდ კონტაქტები ბევრი არ მყოლია. რაც მაშინებს ის არის, რომ ბავშვს არაფერი მოუვიდეს. არ ვიცი ორსულობის დროს ბავშვები როგორ იტანენ ამ ვირუსს,"-გვითხრა კოვიდინფიცირებულმა ორსულმა გოგონამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები