11 ნოემბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 იმერეთში, 134 კი გორში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“ -ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – შვიდი, ქვემო ქართლში – სამი, კახეთში – ორი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში – 476, იმერეთში – 469, ქვემო ქართლში – 201, შიდა ქართლში – 134, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი – მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 – აჭარაში, ხოლო 1 088 – თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 508, აჭარაში-1 328.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში – 16 826, იმერეთში – 4 385“, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები